

აზროვნების აკადემიაში გაიმართება მედეა ტაბატაძის ტრენინგი თემაზე: „ჰიბრიდული აზროვნება (ადამიანი და ტექნოლოგიები)".
ხელოვნური ინტელექტი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია: ის გვეხმარება ფიქრში, გადაწყვეტილებების მიღებაში და იმ წვრილმანი რუტინების მოგვარებაში, რომლებსაც ადრე დრო და ენერგია მიჰქონდა. მაგრამ რაც უფრო მეტს ვანდობთ მას, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება კითხვა: ვძლიერდებით თუ ვზარმაცდებით?
ადამიანის ტვინი ბუნებით ენერგიის დაზოგვისკენ მიისწრაფვის. თუ AI-ს მხოლოდ დავალებებს ვაძლევთ, აზროვნების „კუნთი“ თანდათან სუსტდება. მასტერკლასზე ვისაუბრებთ იმაზე, როგორ გადავიდეთ AI-ის მომხმარებლობიდან AI-სთან თანააზროვნებაზე , ისეთ თანამშრომლობაზე, სადაც ტექნოლოგია აფართოებს ჩვენს ინფორმაციას, ცოდნასა და უნარებს და არ ანაცვლებს ფიქრის პროცესს.
მონაწილეები შეძლებენ:
• გამოიყენონ AI გადაწყვეტილებების გასაძლიერებლად და ყოველდღიური რუტინების გასამარტივებლად;
• ამოიცნონ, სად იწყება „კოგნიტური დაზარმაცება“ საკუთარ პრაქტიკაში;
• გამოიყენონ სასწავლო ტექნიკები, რომლებიც AI-ს აზროვნების პარტნიორად აქცევს;
• ჩამოაყალიბონ AI-სთან მუშაობის საკუთარი წესები.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება