

10 ნოემბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ისტორიკოს ბექა კობახიძესთან თემაზე: „როგორ იქმნებოდა ქართველთა წარმოდგენა ქართველობაზე"
„ჩვენ ხშირად ფარნავაზის დროინდელ ქართველსა და 21-ე საუკუნის ქართველს ერთი თვალით ვუყურებთ, რომ ორივე ჭამდა ხინკალს და ქორწილში ცეკვავდა სუხიშვილების „დაისს", მაგრამ მაგალითად ვინ იყო 10 საუკუნის წინანდელი რაჭველი, რომელიც ვერ ჭამდა ლობიანს, რადგან ლობიო ამერიკიდან შემოტანილი ჯერ კიდევ არ იყო? ან რატომ ერქვა გაერთიანებული საქართველოს პირველ მეფე ბაგრატ მესამეს „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა" და არა „საქართველოს მეფე"?
ამ კითხვებზე პასუხს მივყავართ განსხვავებამდე ქართველ ერსა და ქართულ ეთნოსს შორის. ეთნოსი რამდენიმე ათასწლეულია არსებობს, ხოლო ერი სულ რაღაც მე-19 საუკუნეში დაიბადა და მან დიდი გზა განვლო იმ დაუდგენლობის დასადგენად თუ რას ნიშნავს იყო ქართველი. ეს მოცემულობა არასდროს ყოფილა სტატიკური და ის დღესაც დინამიური პროცესის ნაწილია. ფართო გაგებით, ეს დავა 2024-2025 წლების თბილისის ქუჩებშიც გამოიხატა. ლექციაზე ვისაუბრებთ ამ განგრძობით პროცესზე და იმაზე თუ სად ვდგავართ დღეს".
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
ასაკობრივი შეზღუდვა 16 +
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება