

აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ქართველ ავტორ, მსახიობ და ტელეწამყვან ალექსანდრე ლორთქიფანიძესთან თემაზე: ჰარი პოტერი - „არჩევანი და პასუხისმგებლობა"
შეხვედრაზე ვისაუბრებთ ჯოან ქეთლინ როულინგზე, ავტორზე, რომელმაც „ჰარი პოტერის“ სამყაროთი არა მხოლოდ ფენტეზის ჟანრზე, არამედ თანამედროვე ლიტერატურაზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
განვიხილავთ, როგორ შეძლო როულინგმა მეგობრობის, ერთგულების, არჩევანის, სიკეთისა და ბოროტების, პასუხისმგებლობისა და პიროვნული ზრდის თემების ფენტეზის სამყაროში გადატანა ისე, რომ „ჰარი პოტერი“ სხვადასხვა თაობისთვის დღემდე აქტუალურ და საყვარელ ნაწარმოებად რჩება.
ვისაუბრებთ იმაზეც, რატომ გახდა ეს ამბავი გლობალური კულტურული ფენომენი, რა არის მისი ლიტერატურული ძალა და რატომ აგრძელებს „ჰარი პოტერის“ სამყარო მკითხველებთან დიალოგს დღემდე.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება