ღონისძიება - STEPHANE - ACADEMY - TBILISI
ღონისძიება - STEPHANE - ACADEMY - TBILISI

STEPHANE - ACADEMY - TBILISI

აირჩიე ბილეთი
სტანდარტი
60 ₾
ორგანიზატორი: ACADEMY
შაბ, 21 ნოე, 21:00
ACADEMY - TBILISI

21 ნოემბერი - STEPHANE


საყვარელი სიმღერები, რომლებსაც პირველად მოისმენ, სრულიად ახლებურად. 21 ნოემბერს წარმოგიდგენთ, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და გემოვნებიანი მუსიკოსის - სტეფანე-ს კონცერტს, აკადემიაში.



სტეფანე - მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი, ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია, რომლის შემოქმედებაც უკვე 20 წელზე მეტია აქტუალურია. მისი შესრულების მანერა და გამორჩეული ხმის ტემბრი, შეუმჩნეველი არავის დარჩენია. 1998 წლიდან დღემდე რამდენიმე ათეული სიმღერა და სინგლი აქვს შექმნილი, გამოშვებული აქვს ორი ალბომი, გადაღებული აქვს ათამდე ვიდეორგოლი და საქართველოში ერთ-ერთ კაშკაშა და გემოვნებიან ვარსკვალავდ ითვლება. მან თანამედროვე ქართულ პოპ კულტურაში აქტიურად შემოიტანა ელექტრონული, პოპ და ფანქ ჟღერადობა.



სტეფანეს 20 წლიანი შემოქმედება ელექტრონული მუსიკის, პოპის, ბლუზის, დისკოსა და ფანქის ორიგინალური ნაზავია, რომელსაც მისი ინდივიდუალური, ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახლებური იმიჯი ერთვის თან.



კარის გახსნა: 21:00


მაგიდების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით: 595 050 002

 

ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)



მისამართი: საქართველოს კინოაკადემია | თბილისი




ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება