

2026 წლის 7 ნოემბერს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს. თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო დავით მუქერიას ხელმძღვანელობით და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები დათა ჩარბაძე და ბექა სიხარულიძე შეასრულებენ ფ. შოპენის საფორტეპიანო კონცერტსა და ლ.ვ. ბეთჰოვენის კონცერტს ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის N3.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება