

23 ნოემბერს, 19:00 საათზე,
რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე!
ჯგუფი „შინ“ და ანტონიო ანდრადეს ფლამენკოს ანსამბლი ერთ სცენაზე!
მოემზადეთ დაუვიწყარი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული შოუსთვის , სადაც ქართული პოლიფონიის სიღრმე და ჯაზური იმპროვიზაცია ანდალუსიური ფლამენკოს ცეცხლოვან რიტმსა და თეატრალურ ვნებას ერწყმის.
ეს არ არის უბრალოდ კონცერტი — ეს არის ორი უძველესი კულტურული სამყაროს დიალოგი, სადაც ქართული ფოლკ-ჯაზისა და ესპანური ფლამენკოს ვირტუოზები სცენაზე ცოცხალ, ექსპრომტულ ენერგიასა და უნიკალურ სინთეზს გპირდებიან.
ეს არის შოუ, სადაც არქაული ხმები თანამედროვედ გაჟღერდებიან და ორ იბერიას შორის გამოგზაურებენ!
მონაწილეობენ:
ანტონიო ანდრადე, ურსულა მორენო, დავიდ ბასტიდას, ზურაბ გაგნიძე, ზაზა მიმინოშვილი, ბექა ბუჩუკური, მიშო ჯავახიშვილი, ია სალაღიშვილი, ბექა კოვზიაშვილი, ლექსო ჭუმბურიძე, ბაჩანა ჭანტურია, მარიამ ბაქელაშვილი.
Presented by - საქართველოს კულტურის სამინისტრო, შემოქმედებითი საქართველო და თბილისის მერია
Powered by - SilkBank
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება