

homeis.gathering („შეკრება") — ჟურნალ homeis.ge-ს ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც არქიტექტურის, ინტერიერის დიზაინის, უძრავი ქონებისა და მომიჯნავე სფეროების წარმომადგენლებსა და ამ მიმართულებებით დაინტერესებულ აუდიტორიას აერთიანებს, წელს განახლებული ფორმატით ბრუნდება: ღონისძიება იქნება ორდღიანი და ის 31 ოქტომბერსა და 1 ნოემბერს (18:00), სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჩატარდება.
ორი დღე ორ განსხვავებულ, თუმცა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულ თემას დაეთმობა — უძრავ ქონებასა და დეველოპმენტს, შემდეგ კი არქიტექტურას.
31 ოქტომბერი — უძრავი ქონება და დეველოპმენტი
პირველ დღეს საუბარი შეეხება თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, მიმდინარე ტენდენციებს, ინდუსტრიაში არსებული სიტუაციის შეფასებას, არქიტექტურის და ინტერიერის დიზაინის როლს დეველოპმენტში და ა.შ. პროგრამა მოიცავს როგორც ინდივიდუალურ გამოსვლებს, ისე პანელურ დისკუსიასა და პროექტების წარდგენას.
პირველი დღის ფარგლებში ასევე გაიმართება GT Deco-ს პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ვაჩე თავდიშვილი (GT Deco-ს მმართველი პარტნიორი), გიორგი ტუღუში (საერთაშორისო ლექტორი და ნეირომარკეტინგის ექსპერტი) და თემო ბიწაძე („ალიანს ჯგუფის“ თანამფლობელი და კომერციული დირექტორი).
1 ნოემბერი — არქიტექტურა
მეორე დღე სრულად მიეძღვნება არქიტექტურულ ნაწილს. გამომსვლელები ისაუბრებენ გამორჩეულ პროექტებზე, თბილისური სახლების ისტორიებზე, კულტურული იდენტობის თანამედროვე ინტერპრეტაციასა და არქიტექტურის სოციალურ მნიშვნელობაზე.
წლევანდელ ღონისძიებაზე სიახლეა ე.წ. Marketplace სივრცე, რომელიც ქმნის შესაძლებლობას საქმიანი შეხვედრებისა თუ კონსულტაციებისთვის და მისი მთავარი უპირატესობა მიზნობრივი კომუნიკაციაა. ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ მონაწილე კომპანიების პროდუქტებსა თუ სერვისებს, პირადად შეხვდნენ პოტენციურ პარტნიორებს და დაამყარონ მათთან ახალი საქმიანი კავშირები.
ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქართველი პროდუქტის დიზაინერების მიერ შექმნილი დიზაინ ობიექტების ექსპოზიცია, რომელიც Amelie Events-ის კურატორობით ტარდება და წარმოაჩენს სახლისთვის შექმნილ უნიკალურ ნივთებს.
ღონისძიების წარმდგენია: საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Render Group
ოქროს სპონსორები: GT Deco, Kolkhi Group
პარტნიორები: Ton, Caparol, Silk Road Group, The Telegraph Hotel, Signall, Gabuild, Baumer, 14/16 chairs & more, ELTEG • ელტეგი, Greenstone
მხარდამჭერები: Archtrade, Ma Architects, AMMA Design, Jambo, Lost & Found, Midea, Next Building Technologies, Dio
უძრავი ქონების მთავარი მზღვეველი: Aldagi
ბილეთების კორპორაციულად შესყიდვის შემთხვევაში მიმართეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]
ბილეთები არ ბრუნდება