

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აგრაბაში!
აქ იწყება ალადინისა და პრინცესა ჟასმინის საოცარი სიყვარულის ისტორია, რომელსაც წინ აღუდგება ჯაფარის ბნელი ძალა და ძალაუფლების წყურვილი. აღმოსავლური ფუფუნება, ჯინის ჯადოსნობა, სულთნის დიდებული სასახლე, ბრწყინვალე კოსტიუმები, შთამბეჭდავი დეკორაციები, მუსიკა და ქორეოგრაფია ერთ მთლიან ზღაპრულ სამყაროდ გაერთიანდება.
ერთი საღამო. ერთი ჯადოსნური ლამპარი. სამი სურვილი. და სიყვარული, რომელსაც ვერავითარი ძალა ვერ დაამარცხებს. მოგზაურობა იწყება იქ, სადაც რეალობას ზღაპარი ცვლის…
აგრაბას კარიბჭე მალე გაიხსნება. თქვენი ადგილი ამ ზღაპარში უკვე გელოდებათ.
საბალეტო კამერული დასის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი ქორეოგრაფი: მარიამ უგრეხელიძე.
საღამოს ორგანიზატორი და კოსტიუმების მხატვარი: მადონა ნიორაძე.
ხანგრძლივობა: 2 საათი ( შესვენება 15 წთ )
ასაკობრივი შეზღუდვა: 3+
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება