ღონისძიება - MAREUX - ACADEMY - TBILISI
ღონისძიება - MAREUX - ACADEMY - TBILISI

MAREUX - ACADEMY - TBILISI

აირჩიე ბილეთი
სტანდარტი
50 ₾
ორგანიზატორი: ACADEMY
შაბ, 7 ნოე, 21:00
ACADEMY - TBILISI

7 ნოემბერი - MAREUX

 

მუსიკა, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ მოუსმენ. 7 ნოემბერს წარმოდგიდგენთ, პოსტ-პანკისა და დარქუეივ მუსიკის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ამერიკელი მუსიკოსის - MAREUX კონცერტს, აკადემიაში.

 

მუსიკოსი და პროდიუსერი არიან აშტიანი, რომელიც Mareux-ის ფსევდონიმით მოღვაწეობს, ქმნის მუსიკას, რომელიც გაჟღენთილია ლტოლვისა და წარსული სიყვარულის აჩრდილების ისტორიებით. სანამ 2021 წელს ვირუსულად გავრცელდებოდა მისი კომპოზიცია „The Perfect Girl“ (ჯგუფი The Cure-ის 1987 წლის სიმღერის მისეული ინტერპრეტაცია), ლოს-ანჯელესში მოღვაწე არტისტი სტაბილურად იკრებდა ერთგულ, საკულტო თაყვანისმცემელთა წრეს, აღმოსავლეთ ევროპიდან სამხრეთ ამერიკამდე.

 

ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში თავისი პოსტ-პანკითა და დარქუეივით (darkwave) შთაგონებული საცეკვაო სტილისრომელიც ღრმა, ექოსებრი ვოკალითა და სევდიანი მელოდიებით ხასიათდებაგანვითარების შემდეგ, ის საბოლოოდ წარადგენს თავის სადებიუტო ალბომსLovers From the Past, Warner Records/Revolution Records-ის ლეიბლზე. ეს არის ბნელი, თუმცა მაგნიტური მიმზიდველობის მქონე კომპოზიციების კრებული, რომელიც გულგატეხილობისა და ილუზიების მსხვრევის თემებს იკვლევს.

 

ინტერნეტში, ახალ თაობაში პოსტ-პანკისა და დარქუეივის მიმართ ინტერესის ხელახალ გაღვივებაში შეტანილი წვლილის წყალობით, Mareux გოთური მუსიკის უახლესი, ინოვაციური მიმდინარეობის ავანგარდში მოექცა. „მინდა ვიქცე კარიბჭედ უფრო ძველი სუბკულტურული ჟანრებისკენ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ალტერნატიულ მუსიკას დღეს აღმოაჩენენ“, — აღნიშნავს მუსიკოსი.

 

კარის გახსნა: 21:00

 

ასაკობრივი შეზღუდვა 16+ (არასრულწლოვნები დაიშვებიან, მხოლოდ მშობლის ან სრულწლოვანი პასუხისმგებელი პირის თანხლებით)

 

მისამართი: საქართველოს კინოაკადემია | თბილისი - ძმები კაკაბაძეების ქ. N2

 

ღონისძიების დატოვების შემთხვევაში, სტუმრები უკან აღარ დაიშვებიან.

 

 

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება