ეთნო ჯაზ-ბენდი „ირიაო“ 10 წლისაა!
14 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე ქართული მუსიკის უნიკალური საღამო გელოდებათ.
ჯგუფი “ირიაო” მეგობრებთან ერთად დავით მალაზონიას საავტორო კომპოზიციებსა და გია ყანჩელის უკვდავ მუსიკას ააჟღერებს.
არ გამოტოვოთ ყველაზე ქართული ჰანგები „ირიაოსთან“ ერთად!..