Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

ია ნინიძის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნა • ია ნინიძე

რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდი დარბაზი

ქართული კინოს და თეატრის მშვენებას, ია ნინიძეს სასცენო მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა. 55 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კინორეჟისორმა გია დანელიამ 8 წლის ია ნინიძე გადაიღო ციცინოს როლში ფილმში „არ დაიდარდო“. მას შემდეგ 40-ზე მეტი გამორჩეული და დასამახსოვრებელი როლი შეასრულა კინოში და 15 წელი იდგა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე.
საიუბილეო საღამო წარმოდგენილი იქნება მხატვრული წარმოდგენის სახით, რომელიც მთლიანად წარმოადგენს ია ნინიძის შემოქმედებას კინოსა და თეატრში 55 წლის მანძილზე.


საღამოს წარუძღვება თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც სცენარის მიხედვით მაყურებელს წარუდგენს 55 წლის მანძილზე ია ნინიძის შემოქმედების ნაცნობ და აქამდე უცნობ დეტალებს.


საღამოს მსვლელობაში მონაწილოებას მიიღებენ ია ნინიძის პარტნიორები და მეგობრები კინოსა და თეატრში: ნანი ბერგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე,ნანული სარაჯიშვილი, ნანა ჯანელიძე, ლელა ალიბეგაშვილი,  ნინო ანანიაშვილი, ნანა ფაჩუაშვილი, მაიკო კანკავა, დათო ევგენიძე, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, ვოკალური კვარტეტი "ფორტე". 


საღამოს მუსიკალურად გააფორმებს მაესტრო ნიკა ნიკვაშვილი.

თარიღი
ოთხშაბათი, 05 ივნისი
20:00
35 GEL-დან

მსგავსი ღონისძიებები

ია ნინიძის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნა
რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდი დარბაზი