Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

პათეტიკური მონოლოგები • თეატრი ჰარაკი

ჰარაკი, მელიქიშვილის N20
ხანგრძლივობა: 180
რეჟისორი: ილია ქორქაშვილი
ავტორი: თემო რეხვიაშვილი
მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე
როლში: ვანო თარხნიშვილი, ბექა ხაჩიძე, გიორგი რაზმაძე, ნატალია გაბისონია, სოფიკო გვიმრაძე, ლაშა-გიორგი ლაშხი, გვანცა ენუქიძე

მუსიკა: დავით ხორბალაძე 

პროდიუსერები: მარიამ პაიჭაძე, ლიზი ტყეშელაშვილი 

„პიესა „პათეტიკური მონოლოგები“ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თავმოუბმელ და მიკიბ-მოკიბულ მონოლოგებს არც ენა უვარგა, არც სტრუქტურა. ზარმაცი ადამიანის დაწერილს ჰგავს, რომელსაც რაღაც იდეა კი მოუფიქრებია, მაგრამ მისი დახვეწა და მასზე შრომა, ნურას უკაცრავად - უთაკილია. მდარე იუმორი, ერთი და იგივე მდგომარეობები, მოვლენების, ასე ვთქვათ, „ბუქსაობა“ და ფინალის ფაქტობრივად არქონა, თავმომაბეზრებელსა და უსუსურს ხდის ტექსტს, რომ აღარაფერი ვთქვათ სათაურზე, რომელზეც, იფიქრებთ, ავტორს იმიტომ შეურჩევია, თითქოს უნდა, თავი იმართლოს, კრიტიკას ასცდეს და უამბიციო გახადოს მომავალი სპექტაკლიო". - სალომე სანებლიძე, ლიტერატურული ალმანახი „მორიელი“ 

„გინდათ, ნახოთ ცოცხალი (?) და ტრაგიკული სანახაობა, რომელიც მოგცემთ საშუალებას, იარსებოთ აქ და ახლა? მაშინ აუცილებლად ნახეთ „პათეტიკური მონოლოგები“. - ალეკო ასათიანი, ჟურნალი „ქერუბიმი“ 

„ეს პიესა სრული ნაგავია, რომელსაც აქვს საშუალება, როგორც მინიმუმ, არ იყოს ნაგავი. ავტორს აქვს შანსი, ალაპარაკოს ისეთი ადამიანები, რომელთა ხმაც არ ისმის ან არ ისმენენ. ამის მაგივრად, იგი გვთავაზობს ისეთ პერსონაჟებს, როგორებსაც ისედაც დაპყრობილი აქვთ მთელი საზოგადოებრივი ასპარეზი“. - უცნობი ავტორი, გაზეთი „ანთებული დროშები“ 

სპექტაკლის გენერალური სპონსორია „ჰარაკის“ მაყურებელი და გულშემატკივარი. 

▪️ პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

თარიღი
შაბათი, 09 მარტი
20:00
30 GEL-დან
კვირა, 10 მარტი
20:00
30 GEL-დან
ოთხშაბათი, 27 მარტი
20:00
30 GEL-დან

მსგავსი ღონისძიებები

OPUS vol. 15 - კლასიკური მუსიკის საღამო
თეატრი ჰარაკი,პეტრე მელიქიშვილის #20
კლასიკური მუსიკის საღამო 40;75
თეატრი ჰარაკი, პ.მელიქიშვილის #20
პათეტიკური მონოლოგები
ჰარაკი, მელიქიშვილის N20