"ჩემი შვილიშვილი ბენიამინი"
კომედია,ლუდმილა ულიცკაიას პიესის მიხედვით
რეჟისორი: მართა გორვიცი
მხატვარი: ვერა მარტინოვი
ქორეოგრაფია: სონია ლევინი (გერმანია)
მუსიკალური არანჟირება: ასაფ ფარაჟევი
ვიდეო: ვსევოლოდ ტარანი
"ჩემი შვილიშვილი ბენჯამინი" არის საოცრად მტკივნეული ისტორია ოჯახური ურთიერთობების შესახებ. მთავარი გმირი ესთერი წარსულის მოგონებებით ცხოვრობს, მის მეხსიერებაში არის ტრადიციები დამახსოვრებული ბავშვობიდან. ძლიერი და მიჩვეული, რომ ყველას ყველაფერს თავად უწყვეტს. დიდხნიანი წარუმატებელი ძებნის შემდეგ, როგორც იქნა პოულობს მმისი შილისთვის საცოლეს... ესთერის ვაჟი იძულებით ქორწინებას ეწინააღმდეგება, მოყვანილი პატარძალი კი ისეთი არ არის, როგორც ჩანდა...
„შვილების“ კლასიკური წინააღმდეგობა მშობლის მიმართ, ეყრდნობა სასაცილო და ამავდროულად ამაღელვებელ ისტორიას დედობრივი სიყვარულის შესახებ, რომელსაც შეუძლია შექმნას რაღაც ლამაზი და ამავე დროს გაანადგუროს გარშემო ყველაფერი.
80-იანი წლების ბოლოს ლუდმილა ულიცკაიას მიერ დაწერილი მხიარული და ამავდროულად შემაშფოთებელი ამბავი დღესაც არ კარგავს აქტუალობას - თაობათაშორისი ურთიერთობების, რასობრივი საკითხების და ადამიანის სულის სშესახებ, რაც ყოველთვის საინტერესო არის და იქნება მაყურებლისთვის.