ორგანიზატორი: გრიბოედოვის თეატრი ენა:Русский
ავტორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი
რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი
კომპოზიტორი: ელისო ორჯონიკიძე
მხატვარი: მირიან შველიძე
როლებში: ირინა მეღვინეთუხუცესი, მარიამ კიტია, სოფო ლომჯარია, ნინო კიკაჩეიშვილი, ანა ნიკოლავა, ინა ვორობიოვა, ნატალია ვორონიუკი
პრემიერა შედგა: 2017 წლის 28 აპრილი
„ალჟირი“ (აკმოლინსკის ბანაკი სამშობლოს მოღალატეთა ცოლებისათვის)
სპექტაკლი "ალჟირი" დოკუმენტური დრამა, საბჭოთა ეპოქის ერთ ერთი ყველაზე საშინელი ადგილის - სამშობლოს მოღალატეთა ცოლების, აკმოლინსკის ბანაკის ქრონიკაა .
„ალჟირი“ სწორედ, ასე უწოდებდნენ 80 წლის წინათ დაარსებულ „ არქიპელაგ გულაგის“ სამი „კუნძულიდან“ ერთ ერთს. აქ გადასახლებაში ხვდებოდნენ სსრკ შსსკ-ის 1937 წლის 15 აგვისტოს N00486 ბრძანების საფუძველზე, როგორც სამშობლოს მოღალატეთა ოჯახის წევრები.
ამ ტრაგიკულ მონათხრობს საფუძვლად უდევს უტყუარი დოკუმენტური ფაქტები: ოქმები, ფოტოები, წერილები და მოგონებები. სპექტაკლი მოგვითხრობს „ალჟირის“ პატიმარ ქალებზე საქართველოდან, მათ ცხოვრებასა და ბედზე, ტანჯვაზე, ოცნებებზე, იმედებზე და მათ მსხვრევაზე