როლებში: მიხეილ არჯევანიძე, გოგი თურქიაშვილი, ზურა ჭიპაშვილი, ნინა ნინიძე, ანნა ჭიპაშვილი, ალლა მამონტოვა, ოლეგ მჭედლიშვილი, დიმიტრი სპორიშევი, ქრისტინე ბერუაშვილი, ნატალია ვორონიუკი , ნანა დარჩიაშვილი, ვლადიმერ ნოვოსარდოვი, ლუკა ჯიშკარიანი, ვასილ გაბაშვილი
კომედია „მდგმურის“ მთავარი გმირი კუზოვკინი – ღარიბი თავადია, სხვის ხარჯზე მცხოვრები მემამულე, დამცირებული ადამიანი, რომელსაც მასხარის როლი ეკისრება. თითქოს არაფერი უნდა გვპირდებოდეს მოვლენათა სკანდალურად და დრამატულად განვითარებას… მაყურებელი დარწმუნდება, რომ პატარა ადამიანს არ დაუკარგავს დიდსულოვნება და ყველაზე ტრაგიკულ სიტუაციაშიც იგი ინარჩუნებს საკუთარი ღირსების გრძნობას. ქართულ სცენაზე „მდგმური“ დაიდგა პირველად. დადგმა განხორციელდა ქ.თბილისის მერიის მხარდაჯერით.