Ajax Loader
Geo

ეთნოგრაფიული მუზეუმი

ეთნოგრაფიული მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინიატურულ მოდელს და ასახავს მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას. მუზეუმი მოიცავს 14 ეთნოგრაფიულ ზონას: ქართლი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა და ლეჩხუმი. საექსპოზიციო ზონები ისტორიულ-ეთნოგრაფიული, რეალობისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და ნივთებითაა წარმოდგენილი. ხუროთმოძღვრების ნიმუშებთან ერთად, მუზეუმში დაცულია ეთნოგრაფიულ-მატერიალური კულტურის ამსახველი ექსპონატები: საბრძოლო და შრომის იარაღები, ქსოვილების ნიმუშები და კერამიკული მასალა.

რისი გაკეთება გსურთ?