ჯინო ფერედაისი აღმოსავლეთ ევროპაში პირველი გრანდიოზული აკვაპარკია, რომელიც დამსვენებლებს ხარისხიან, კომფორტულ და მეგობრულ გარემოს სთავაზობს.
სპორტულ - გამაჯანსაღებელი, გასართობი და დასასვენებელი კომპლექსი უფროსებს და ბავშვებს წელიწადის ყველა დროს მზიან, საზაფხულო განწყობას ჰპირდება.
მომსახურებაში შედის:
- ზღვის ტალღების ეფექტის მქონე აუზი
- ველური მდინარე - რომელიც წყლის ნაკადით მსუბუქად გაგასეირნებთ აუზის ირგვლივ
- სარელაქსაციო აუზი
- ღია და დახურული საბავშვო სივრცეები
- ოლიმპიური სტანდარტების აუზი
- აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალი სასრიალო ტობოგანი
- პანორამა აუზი - ბარით
- ღია საბავშვო პანორამა აუზი
- საოჯახო ღია სლაიდები
- მტკნარი და მარილიანი წყლის ვირპულები
- აქვა ბარი - ჰიდრო მასაჟორებით
აქტივობები:
აკვაერობიკა, იოგა, წყლის თამაშები, ფსიქოლოგ-ლიდერები საინტერესო აქტივობებით.
მისამართი: ბეშენოვას ქ. 9, თბილისის ზღვის მიმდებარედ