Ajax Loader
Geo

სიკვდილის დღის საჩუქარი • Festival "Sachukari"

დარბაზი #11
რეჟისორი: ზურაბ ხვედელიძე
ავტორი: ალექსი ჩიღვინაძე
მხატვარი: პაატა მძინარიშვილი
მთ. როლში: მზევინარ შეყილაძე, გია ქობულაძე, ზურა ხაფთანი, ქეთი უგრეხელიძე, ბექა შეყილაძე
ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი მოქმედება ციხეში მიმდინარეობს. ერთ კამერაში მთელი ოჯახი მძიმე დანაშაულისთვის იხდის სასჯელს. არასრულწლოვან ქალიშვილს სიკვდილით სჯიან ნარკოტიკების გასაღებისთვის, რამაც 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ახლა განაჩენის აღსასრულებლად მის სრულწლოვანებას ელოდებიან. მხოლოდ პიესაში არ ჩანს ეს მართლა ჩაიდიანა თუ არა. ამ ფსიქოლოგიურ ფონზე მამამ რეჟისორი მოკლა, ყრუ-მუნჯმა დედამ კი ბაკნის გაქურდვა სცადა და ახლა მთელ ოჯახს ციხის ადმინისტრცია, საკმაოდ ცინიკურად და მძიმედ ეპყრობა. თუმცა ყველაფერი ერთ კრებით სახელში - ციხის ზედამხედველშია გაერთიანებული. “დასი თამაშობს დიდი ჟესტიკულაციით, დიდი ვნებით და თეატრალურად აბსოლუტურად მისაღები ფორმით. დეკორაციას კი რაღაც კაფკასეული მომხიბვლელობა აქვს სცენაზე: გაჭიმული ქსელები იგივე საპყრობილეები, მამა, დედა, ვაჟი და ქალიშვილი, რომლებიც მხილებულნი არიან დანაშაულში, რის გამოც აქ აღმოჩნდნენ. სპექტაკლი ქართულ ენაზეა დადგმული, რაც შესაძლებლობას იძლევა მთლიანად მოახდინო კონცენტრირება მსახიობების თამაშზე, ჟესტიკულაციებზე, მიმიკასა და მუსიკაზე, ზურაბ ხვედელიძის მიერ დადგმული სპექტაკლის მცირერიცხოვან დეკორაციაზე, რომელიც მხოლოდ ქსელებისა და ხის სკამისგან შედგება. თეატრი, როგორც, ასე ვთქვათ, უშუალო,პირველყოფილი ამოძახილი. ეს ამოძახილი რამდენიმეა ალექსი ჩიგვინაძის პიესაში, რომელიც გერმანულად ასე ითარგმნება : "Ein Geschenk am Todestag" (სიკვდილის დღის საჩუქარი). დიდი ჩრდილი, რომელიც ოჯახის წევრების უკან კედელზე ეცემა, შესაძლოა იყოს სიმბოლო უხილავი სახელმწიფო ძალაუფლებისა, რომელიც კულისებს მიღმა თავის ქსელებს აბამს და უხილავი ძაფებით მართავს ადამიანებს. შესალოა ეს იყოს იყოს თითოეული მათგანის ფარული ჩრდილოვანი მხარე გაუცნობიერებელი, დესტრუქციული ძალა, რომელიც საკუთარ მეს ატყვევებს? აქვე პიესა თავისი ალეგორიული სტილით და თხრობის დაუფარავი-აბსურდული სტრუქტურით კაფკას უდიდეს ნაწარმოებებს "მეტამორფოზას" ან პირველ რიგში "პროცესს" მოგვაგონებს.”
თარიღი
ფასები
სამშაბათი, 31 ოქტომბერი
20:00
10 ₾