Ajax Loader
Geo

კუმკუატის მარცვალი • Festival "Sachukari"

რუსთაველის თ. დიდი სცენა
ხანგრძლივობა: 95

სანკაი ჯუკუ

რეჟისურა, ქორეოგრაფია და სასცენო დიზაინი: უშიუ უამაგაცუ
მუსიკალური რედაქტორი და კომპოზიტორი: იოჩირო იოშიკავა
წარმოდგენაში მონაწილეობენ: შო ტაკეუჩი, აკიჰიტო იჩიარა, იჩირო ჰასეგავა, დაი მაცუოკა, ნორიჰიტო იში, შანსუკე მომოკი

პრემიერა შედგა1978 წელს. ნიჰონ შიბო, იაპონია
ახალი ვერსიის პრემიერა კი 2005 წელს ბივაკოსხელოვნების ცენტრში, შიგა, კიოტო

„სანკაი ჯუკუ“ დაჯილდოვებულია იაპონიის ფონდის პრიზით;ლორენს ოლივიეს ჯილდოთი საუკეთესო საცეკვაო წარმოდგენისათვის; ასაჰის პრემიით საშემსრულებლო ხელოვნებაში;

იაპონიის ცეკვის კრიტიკოსთა ასოციაციის ჯილდოთი; იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობის სიგელით და ასე შემდეგ.

山海塾  („სანკაი ჯუკუ’) იაპონურად სახლს ნიშნავს მთის და ზღვის პირას, რაც იმ სიმშვიდეს და გამჭვირვალე, სუფთა სამყაროს გვახსენებს, რომლის  დამახასიათებელი ესთეტიკითაა გაჯერებული „კუმკუათის მარცვალი“  (金華種子).

მედიტაციის, შემეცნების, გონებრივი არასასაუბრო დიალოგის, მომაჯადოევებელი მოძრაობის ჰიპნოტური წარმოდგენა, თითქოს საპირწონე ხერხს სთავაზობს სამოქალაქო საზოგადოებას, ქალაქს, სახელმწიფოს მისი მთავარი ამოცანის, იდეის და პოლიტიკის გააზრებისა და გათვითცნობიერებისთვის.  ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი სიჩქარის,  სწრაფი მოვლენების ემოციური ანგარიშის, ინფორმაციის გაუჩერებელი ნაკადის და აქტიური რეაგირების გასაწონასწორებლად „სანკაი ჯუკუ“-ს „კუმკუათის მარცვალი“ არა თუ გვაუცხოვებს იაპონური ურთიერთობის და ანალიზის, მედიტაციის და შინაგანი ლოცვის კულტურას, არამედ გვიწვევს გამოვცადოთ „ფეხის წვერებზე შემოსული“  ურთიერობის ეს ახალი მედიუმი, როგორც სიზმარი სავსე იუმორითა და ტრაგიზმით, რომლის თარგმნაც შეუძლებელია.  

თარიღი
ფასები
კვირა, 29 ოქტომბერი
20:00
10 ₾-დან