Ajax Loader
Geo

Fin de Siecle / საუკუნე მალე დასრულდება • Festival "Sachukari"

თეატრი ათონელზე
ენა: Русский
ხანგრძლივობა: 60
ავტორი: ბიბლიური ტექსტები, ჰიმნები და ძველ ებრაული ლოცვები
მთ. როლში: იგორ პეხოვიჩი

ბიბლიური ტექსტები, ჰიმნები და ძველ ებრაული ლოცვები

იოსებ ბროდსკის პოეზიის სცენიურ ლიტურგიაში

გრანოვსკის თეატრი

მოსკოვის ტაგანკის თეატრის მსახიობის იგორ პეხოვიჩის მონო-სპექტაკლი

იოსებ ბროდსკის პოეზიის მაღალ-მხატვრული სასცენო დეკლამაცია „ადამიანი-ორკესტრის“  (როგორც მას ტაგანკის თეატრში ხშირად ეძახიან) იგორ პეხოვიჩის უახლესი მონო-სპექტაკლია. მისი რეჩიტატივი,  რომლის მკვეთრად თეატრალურ ფორმაც ხელოვანის ოსტატობით არა ერთ ხმად, არამედ მრავალხმიან დიალოგად ისმის, ამ ფორმის ტრადიციულ  გაგებას სრულიად მოულოდნელ სასცენო სანახაობად აქცევს, სადაც თითოეული სიტყვის, ხმაურის და ხმოვანების ბოლომდე გჯერა.  წარმოდგენის მიმდინარეობისას არა მხოლოდ პოეტური სიტყვის, არამედ ქმედებათა მთელი რიგის ისეთი აზარტი იპრყობს მაყურებელს, რომ თითქოს იოსებ ბროდკის პოეზიას პირველად ისმენს ან ახალიდან ეცნობა.  ცხადია, რომ სპექტაკლსრთული ფილოსოფიურიტექსტუალური შინაარსი აქვს. ლექსების რითმი კი დროის ახალ მატერიას ქმნის, სადაც სიტყვის მთქმელი თავისუფალი ადამიანი სწორედ ახალ დროებას გამოწვევაში იწვევს. იგორ პეხოვიჩის სპექტაკლის ხიბლი არა მხოლოდ ბროდსკის ლექსების რეჩიტატივია, არამედ ძველ ებრაულ ენაზე წაკითხული ლოცვების მაგია, რომელიც დარბაზს ერთიანად ნუსხავს.

იგორ პეხოვიჩი მსახიობი, რეჟისორი,  პედაგოგი მოსკოვის ლეგენდარული ტაგანკის თეატრის მსახიობია,  რომელიც ასევე გრანოვსკის თეატრს ხელმძღვანელობს და არა ერთი თეატრალური თუ მუსიკალური ფესტივალის ლაურეატია. იური ლიუბიმოვის სტუდენტმა მოსკოვის კანტორის ხელოვნების აკადემია წარმატებით დაასრულა და გასულ წელს გრანოვსკის ლაბორატორიიდან, რომელიც ტაგანკის მცირე სცენაზე ჩამოყალიდა, გრანოვსკის თეატრი შექმნა და მასვე ხელმძღვანელობს.

თარიღი
ფასები
კვირა, 22 ოქტომბერი
20:00
15 ₾