Ajax Loader
Geo

ანა კარენინა • ფასტივალი "საჩუქარი"

მარჯანიშვილის თ. - დიდი სცენა 08-10-16 18:24:18
ენა: Русский
ხანგრძლივობა: 115
მარადიული ვნებები და ახალი მნიშვნელობა,მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი სახელმძღვანელო წიგნიდან, რეჟისორმა ალექსანდრე გალიბინმა თანამედროვე ინტერპრეტაციით წარუდგინა მაყურებელს. მიუხედავად იმისა,რომ სპექტაკლის რეჟისორი დარწმუნებულია, ასეთი ანა აუდიტორიას ჯერ არ უნახავს, ნაწარმოების სიუჟეტური ხაზი ზუსტად აქვს შენარჩუნებული. "ჩვენ სამსჯავროზე გამოვიტანეთ ტრაგედიის ჟანრი. მსგავსი ჟანრის სპექტაკლები ჩვენ თეატრში არ გვაქვს. ეს არის ძალიან რთული ჟანრი, ცოტაა მსახიობი ვისაც შეუძლია ზუსტად გადმოიტანოს სცენაზე ადამიანის შინაგანი სამყარო. ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტად გაგვეშალა და მაყურებლამდე მიგვეტანა, სწორედ ის ვერსია ლევ ტოლსტოის ნაწარმოებისა, რომელიც მან სტრიქონებს შორის ქვეტექსტებად მოიაზრა. რომანის სიმბოლიზმიდან დაწყებული, ეგზისტენციალური თემებით დამთავრებული. ჩემის აზრით ყველაფერი, რაც სცენაზე ხდება არის მთავარი გმირის ცნობიერების ნაკადი. დარწმუნებული ვარ სცენაზე გათამაშედება მხიარულებაც, იუმორიც,ბევრი ტრაგიკული მომენტიც... მხოლოდ ჩვენ უნდა შევძლოთ მივიღოთ სიამოვნება ყოველივე ამისგან " - განაცხადა რუსეთის სახალხო არტისტმა, რეჟისორმა ალექსანდრე გალიბინმა. ქალი მომავლისა და წარსულის გარეშე, ქალი რომელიც ანადგურებს,მისტიური ფიგურა, დემონური პერსონაჟი. ანა კარენინა - ქალი რომელმაც არ იცის რას სურს მას და მის რჩეულს. უყვარს კი მას ბრონსკი? შუძლია თუ არა მას ზიზღი? სჭირდება თუ არა საკუთარი ვაჟი? და ბოლოს და ბოლოს რისთვის უვარდება ახალგაზრდა ქალი მატარებელს ბორბლების ქვეშ ? ეს არ არის სიყვარულის ისტორია, არც ისტორია ღალატზე, ეს არის - ტრაგედია: საერთო ადამიანური სევდა, ძველი ბერძნული, სამყაროს დასაწყისიდან. ეს არის გუნდური მრავალხმიანობა ანას ცნობიერებაში, მრავალხმიანობა მისი ვნებებისა და სურვილების, რაც მას უბიძგებს ინებივროს სხვის მკლავებში და შემდეგ ცხოვრებისგან ზურგნაქცევი დარჩეს.
თარიღი
ფასები
პარასკევი, 03 ნოემბერი
20:00
10 ₾-დან
შაბათი, 04 ნოემბერი
20:00
10 ₾-დან