event-image
event-image

ნიაზ დიასამიძე & 33ა - ქუთაისი

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: Sparks
ქუთაისი-მესხიშვილის სახელობის თეატრი

2 ნოემბერს - ქუთაისში - ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში - SPARKS წარმოგიდგენთ - ფოლკლორული მუსიკისა და ფოლკ-როკის ერთ-ერთი პიონერის - ნიაზ დიასამიძისა და ჯგუფი 33ა-ს კონცერტს.

ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე.

მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.

პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ  თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.


------
17:00 - კარის გახსნა
18:00 - კონცერტის დასაწყისი
------