event-image
event-image

ბერნარდა ალბას სახლი 14+

ყველა ბილეთი გაყიდულია

ორგანიზატორი: თავისუფალი თეატრი
თავისუფალი თეატრი
ენა:ქართული
ხანგრძლივობა:90 წუთი
ასაკობრივი შეზღუდვა: 14+
ავტორი: ფედერიკო გარსია ლორკა
რეჟისორი: მაია დობორჯგინიძე
კომპოზიტორი: გიორგი ჯიქია
მხატვარი: ნინო /ნუცა/ ჭყონია
მთავარ როლებში: ლილი ხურითი, მანანა სურმავა, ფიქრია ნიქაბაძე
როლებში: სალომე ჭულუხაძე, ნუკა ქევხიშვილი, ლიზა რუხაძე, ნინი კვირიკაშვილი, ანკა დიდმანიძე, ნინი ლომიძე
ძვირფასო მეგობრებო, ბილეთების შეძენის დროს, ყურადღება მიაქციეთ ასაკობრივ ზღვარს! დაგვიანებული მაყურებელი პარტერში არ დაიშვება სიყვარულსა და სიძულვილის ზღვარზე არსებობა. კარჩაკეტილი ცხოვრება, გარემოს შიში, დაუნდობელი ურთიერთობები. ნუთუ თავისუფლების შეზღუდვით, შეიძლება აიცილო უბედურება?! თუ პირიქით შიგნით დაგროვილი, ემოცია რომელსაც ვერ ხარჯავს ადამიანი, იქცევა იმ ფატალურ ტალღად რაც ყველაფერს ნთქავს და თავადაც განადგურებს. ადამიანი არ არის გაჩენილი მორჩილებისთვის, არც ქალი, თუმცა გარემო ხშირად საპირისპიროს გვაჩვენებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, იმ სტერეოტიპების ნგრევა რომელიც ზღუდავს თავისუფლებას. სიყვარულმა შეიძლება მოგცეს ძალა, გაარღვიო ყველა ჯებირი რომელიც გაბრკოლებს, თუმცა, თუკი შენი ქმედებებით არღვევ საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს, შეიძლება ტრაგედიად გადაიქცეს. არვის აქვს სხვისი ცხოვრების, ძალადობრივი მეთოდებით მართვის უფლება. ამიტომ ქმედებებზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ, ხანდახან ყველამ ფრთები უნდა შევისხათ, სიყვარულის. ХХ საუკუნის უდიდესი დრამატურგისა და პოეტის, ფედერიკო გარსია ლორკას ეს პიესა, მისი ბოლო ნამუშევარია. ის გვიამბობს ნამდვილ ამბავს, ბერნარდა ალბასა და მის ქალიშვილებზე, აღწერს ისტორიას რომელიც მის თვალწინ ვითარდებოდა. პიესა თარგმნილია მრავალ ენაზე და დღემდე იდგმება მსოფლიოს წამყვან თეატრებში.