Ajax Loader
Geo
განყ.
კინო
თეატრი
კონცერტი

30.05 ფონდ "იავნანას" კონცერტი • ფონდი იავნანა

კონსერვატორიის მცირე დარბაზი (Covid)

ლევან ჰაუსის სახელით ცნობილი გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, რომელიც პანდემიის პერიოდში თავისი რჩევებითა და live ჩართვებით ათასობით ადამიანს ანუგეშებდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, სასცენო დებიუტისთვის ემზადება.

ლევანი რამდენიმე თვეა პაატა ბურჭულაძის მოწაფე გახდა და მისივე მოწვევით 30 მაისს ფონდ „იავნანას“ ეგიდით კონსერვატორიის მცირე დარბაზში სოლო-კონცერტს გამართავს. შესრულდება ბეთჰოვენის, როსინის, მასნეს, ვერდისა და პუჩინის ცნობილი არიები და ნაწარმოებები.

ფორტეპიანო - ნათია აზარაშვილი

საღამოს სპეციალური სტუმრები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, აღიარებული ბანი გოჩა დათუსანი და პიანისტი, ასოცირებული პროფესორი - თეონა ბუაძე.

2 პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან მედია ჰოლდინგები: „ფორტუნა“ და „პალიტრა“.


A Georgian doctor known in Germany as Levan House, who comforted thousands of people during the pandemic with his advices and live broadcasts, is preparing for his stage debut. Levan has been a student of Paata Burchuladze for several months and at his invitation he will hold a solo concert on May 30 in the Tbilisi State Conservatoire under the auspices of the Iavnana Foundation.

Famous arias and works by Beethoven, Rossini, Massenet, Verdi and Puccini will be performed.

Piano - Natia Azarashvili

Special guests of the evening are soloist of Tbilisi Opera and Ballet Theatre, famous Bass Gocha Datusani and pianist, associate professor - Teona Buadze.

თარიღი
ორშაბათი, 30 მაისი
19:00
50 ₾

მსგავსი ღონისძიებები

პაატა ბურჭულაძის მასტერკლასი
თბილისის კონსერვატორია/Conservatoire
30.05 ფონდ "იავნანას" კონცერტი
კონსერვატორიის მცირე დარბაზი (Covid)