ყველა ბილეთი გაყიდულია
რეჟისორი-საბა ასლამაზიშვილი
სცენოგრაფია:გიორგი უსტიაშვილის
კოსტიუმების მხატვარი-გიორგი უსტიაშვილი
კომპოზიტორი/მუსიკალური გაფორმება-კონსტანტინე ეჯიბაშვილი
ქორეოგრაფი-კონსტანტინე ფურცელაძე
ქორეოგრაფ/რეპეტიტორი-ირინა კუპრავა
რეჟისორის თანაშემწე-მაია მებონია
მონაწილეობენ:
ზურა დონდოლაძე,ნოდარ ბჟალავა,ირაკლი კვერღელიძე,ანი ანდღულაძე,თორნიკე კაკულია,ანიკო შურღაია,ნიარა ჭიჭინაძე,გენა შონია,გია სურმავა ნინო გოშაძე,თამუნა ჭუბაბრია,სანდრო გუჯაბიძე,რამინ კილასონია.
ნინო პაჭკორია,მარიკა ბუკია,ლილი ბოდაველი,ჩიტო პატარაძე,თამუნა აბშილავა შოთა სასანია,თემო გოგინავა,ალიკა ცეკვაშვილი,ნიკა კვარაცხელია,გუკა დვალიშვილი.
სპექტაკლის შესახებ:
უილიამ შექსპირის ქარიშხალი ბურუსით მოცული ამბავია.რეალური ფაქტია ეს თუ ადამიანის წარმოსახვაში მიმდინარე ოცნებათა კრებული.ადამიანები ხშირად ჩვენ წარმოსახვებში ვქმნით სამყაროს,რომელსაც თავიდან ბოლომდე ჩვენ ვაკონტროლებთ.ეს კონტროლი კი გვანიჭებს ძალაუფლებას,ძალაუფლება კი ბედნიერებას.ხშირად უკონტროლო ძალაუფლებაში გადასულნი ვერ ვაკონტროლებთ, ჩვენს დაქვემდებარებაში,ჩვენივე ხელით შექმნილ სამყაროს,ვკარგავთ საზღვრებს და ვვნებთ გარემოს,საზოგადოებას,ერთმანეთს.ჩვენი სპექტაკლი ქარიშხალი ყვება ამბავს სადაც წარმოსახვებში გაჭრილი ადამიანი შურისძიებისთვის მომართული დასჯის და
ანადგურებს ადამიანებს რომლებმაც ის შეურაწყვეს.სჯის მათ,სამაგიეროს უხდის იმისთვის რაც მას დამართეს.თუმცა ფინალში დგება პატიების ჟამი.პატიებისა როგორც საკუთარი თავისადმი ისე მტრებისადმი.პატიებას სამყაროსადმი...მიმტევებლობა ეს არის ერთადერთი გზა დავიწყოთ ახლიდან,ფსკერიდან დავიწყოთ,როგორც ჩვენი წარმოსახვითი ასევე ჩვენი რეალური ცხოვრება.
მიმტევებლობა არის გზა მოვიპოვოთ საკუთარი თავში და სამყაროში ყველაზე მთავარი თავისუფლება.