Ajax Loader
Geo

ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან • ფონდი ქართული გალობა

რუსთაველის დრამატული თეატრი H

ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან

• თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ფონდი „ქართული გალობა“ 15 აპრილს თბილისში, რუსთაველის თეატრში გამართავს კონცერტს „ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან“. საღამოზე შედგება კონსერვატორიის ოთხენოვანი გამოცემის, „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე“ პრეზენტაცია. წიგნი გასულ წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის გამოიცა.

• საღამოზე წარმოდგენილი იქნება მე-19 საუკუნის ბოლოს თურქეთში, კერძოდ ინეგოლში (ბურსას პროვინცია, თურქეთი) გადასახლებული აჭარლების ფოლკლორული სიმღერები და ცეკვები. თურქეთში მცხოვრებ ქართველთა შორის ინეგოლის ქართველებმა ყველაზე კარგად შემოინახეს ტრადიციული სასიმღერო და საცეკვაო კულტურა. მათ რეპერტუარშია აფხაზური საცეკვაო ფოლკლორიც. რთული პოლიტიკური ვითარების გამო მე-20 საუკუნის ბოლომდე ინეგოლში მცხოვრებ ქართველებს სამშობლოსთან ურთიერთობა არ ჰქონიათ, ამიტომ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ 1960-იან წლებში გოლდის მიერ ჩაწერილი და დღემდე შემონახული სიმღერები და ცეკვები, რომელიც კონცერტზე იქნება წარმოდგენილი, მინიმუმ 150 წლის ხნოვანებისაა. ამრიგად, ინეგოლი ის ოაზისია, სადაც შენახულია უძველესი აჭარული სიმღერები და ცეკვები, რომელთაც არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარების დიდი პოტენციალი აქვთ. ღონისძიებაზე იქნება თურქული და ინგლისური სინქრონული თარგმანი.

The Singing of the Chveneburebi of İnegöl

• Tbilisi State Conservatoire, the Folklore State Centre of Georgia, and the Georgian Chanting Foundation will hold a concert “The Singing of the Chveneburebi of İnegöl” at Tbilisi Rustaveli Theatre on April 15 and at Batumi Drama Theatre on April 17. The evening will also include a presentation of the book Georgian Polyphony in Western Turkey: In the Footsteps of Peter Gold which was presented at the Frankfurt Book Fair last year.

• The evening will host a performance of folk songs and dances of Acharians who resettled in İnegöl (Turkey) at the end of the late 19th century. Of all the Georgian populations in Turkey, the İnegöl Georgians have best preserved traditional vocal and choreographic culture. Their repertoire includes Abkhazian dance folklore as well. There will be a synchronous interpretation in English and Turkish at the event.

ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია სალაროებში, შემდეგ მისამართებზე:

თბილისი

  • ჭავაჭავაძის #7 (ბიბლუს გალერი)
  • კანდელაკის #3 UniPAY
  • ხიზანიშვილის #3 (VTB ბანკის გვერდზე, მეტრო ახმეტელთან ახლოს) UniPAY
  • წერეთლის #77ა UniPAY
  • მეტრო ნაძალადევთან UniPAY

ბათუმი

  • მემედ აბაშიძის #52 (ბიბლუს გალერი)
  • 26 მაისის #25 UniPAY

გორი

  • სტალინის #10 UniPAY

რუსთავი

  • მეგობრობის #2 UniPAY

ქუთაისი

  • ჭავჭავაძის #37 UniPAY

ქობულეთი

  • აღმაშენებლის #264 UniPAY

ზუგდიდი

  • გამსახურდიას #8 UniPAY

მსგავსი ღონისძიებები

Sounds of Georgia
#soundsofgeorgia
ჩხიკვთა ქორწილი
საბავშვო თეატრი "მეორე სახლი"
ი.ს.ბახი „იოანეს ვნებანი“
კახიძის მუსიკალური ცენტრი
23.04 კამერული მუსიკის კონცერტი
კახიძის მუსიკალური ცენტრი
მარიამ ალექსიძის გალა
თბილისის თანამედროვე ბალეტი