Ajax Loader
Geo
x
ბილეთების ყიდვა უფრო მოსახერხებელია აპლიკაციით

აღდგომიდან ამაღლებამდე

საერთაშორისო ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ყოველწლიურია და ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. ფესტივალი ტრადიციულია. დაარსდა 2006 წელს. იმართება გაზაფხულზე და მიმდინარეობს 40 დღის განმავლობაში.

მისი მიზანია აკადემიური ხელოვნების პოპულარიზაცია. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია ცნობილი საოპერო მომღერალი იანო-თამარ ალიბეგაშვილი.

საპატიო სამხატვრო მრჩეველი ცნობილი პიანისტი ალექსანდრე კორსანტია. საფესტივალო საღამოები იმართება თბილისში, ქუთაისში,თელავსა და ბათუმში.. ფესტივალი ყოველწლიურად იწვევს უცხოეთში მოღვაწე ქართველ ხელოვანებს და ცნობილ უცხოელ შემსრულებლებს, ყურადღებას უთმობს ახალგაზრდების შემოქმედებას, თეატრს, სახვით ხელოვნებას, აღნიშნავს ქართული ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეების საიუბილეო თარიღებს.

მრავალფეროვანი და საინტერესოა ფესტივალის პროგრამა.

2020 წელს ფესტივალი აღნიშნავს საიუბილეო თარიღს,დაარსებიდან 15 წელს.