13 დეკემბერს - Factory Tbilisi-ში (კოკა-კოლას ყოფილი ქარხანა) – Mono Hall-ის ორგანიზებით, 2024 წლის მთავარი ღონისძიება - ლეგენდარული ამერიკელი სუპერვარსკვლავის, რეპერისა და მსახიობის - Busta Rhymes-ის გრანდიოზული კონცერტი გაიმართება.
Busta Rhymes - ნამდვილი სახელი Trevor George Smith Jr. - ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური, განსხვავებული და მნიშვნელოვანი ფიგურაა რეპის ისტორიაში. მისი სახელი, რეპის ე.წ. „ოქროს ერა“-სთან ასოცირდება, თავისი ქარიზმატული სტილისა და იუმორ ნარევი ტექსტების დამსახურებით. Trevor George Smith Jr.-ს ზედმეტსახელი Busta Rhymes - მისმა მეგობარმა, ამერიკელმა რეპერმა და ცნობილი ჰიპ-ჰოპ ჯგუფის „Public Enemy“ ფრონტმენმა Chuck D-მ შეარქვა, ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე George ,,Buster'' Rhymes-სთან მსგავსების გამო.
Busta Rhymes-ის პოპულარობა მის ჯგუფთან, Leaders of the New School-თან ერთად დაიწყო, თუმცა მას შემდეგ რაც აღნიშნული ჯგუფი დაიშალა, 1996 წელს რეპერმა დამოუკიდებლად განაგრძო მოღვაწეობა და მისი სოლო დებიუტი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სინგლით ,,Woo-Hah!! Got You All in Check.'' შედგა. 90-იანებისა და 2000-იანი წლების მანძილზე, Busta Rhymes-მა ერთგვარი გადატრიალება მოახდინა რეპის ინდუსტრიაში, თავისი სინგლებითა და ალბომებით. მისი ნამუშევრები ყველა მუსიკალური ჩარტის სათავეში მოექცა და არტისტს უსაზღვრო პოპულარობა მოუტანა. 2006 წელს კი მუსიკოსის რიგით მე-7 სტუდიური ალბომი The Big Bang ჩარტების უპირობო ლიდერი გახდა. Busta Rhymes-ის ვოკალი ასევე შეგხვდებათ, ისეთი მუსიკოსების ნამუშევრებში, როგორებიც არიან: Chris Brown, Lil Wayne, Tiësto, Diplo, Twista, Fat Joe, და Kanye West. მუსიკოსი, 12-ჯერ არის ნომინირებული გრემის დაჯილდოვებაზე და ის გრემიზე ყველაზე მეტჯერ ნომინირებული არტისტია.
ბოლო წლებში Busta Rhymes პროდიუსერის ამპლუაში მოგვევლინა, ის ასევე მონაწილეობს სხვადასხვა ფილმებსა თუ სატელევიზიო შოუებში. მუსიკოსი დღემდე განაგრძობს ფართომასშტაბიანი კონცერტების გამართვას, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ასაკობრივი შეზღუდვა 16+
მაგიდების დასაჯავშნად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 595 428 899
გაყიდვაშია 3 სხვადასხვა კატეგორიის ბილეთები:
სტანდარტული
Front Stage (სცენის წინ)
VIP