„ირინეს ბედნიერება“
დავით კლდიაშვილი
რეჟისორი - ელენე მაცხონაშვილი
მხატვარი - ელენე მაცხონაშვილი
მუსიკალური გაფორმება - ელენე მაცხონაშვილი
რეჟისორის ასისტენტი - სოფო დანელია
ტექნიკური რეჟისორი - ელა კაზარიანი
მონაწილეობენ: გია აბესალაშვილი, მაია გელოვანი, თემო ნატროშვილი, ნუცა სულაბერიძე, პაატა ინაური, ლუკა ჩიბუხაია, ნიკა წერედიანი, გუგა კახიანი
სპექტაკლის შესახებ:
სურათი სოფლის ცხოვრებიდან ორ მოქმედებად.მიუხედავად იმისა რომ ავტორი პიესის ჟანრს არ გვითითებს, კონკრეტულ სპექტაკლს მკვეთრად გამოხატული ტრაგიკული ხაზი გასდევს. ცხრა მსახიობი და ერთი თოჯინა, მიხეილ თუმანიშვილის თეატრის სცენიდან, კლასიკად ქცეული პიესის კიდევ ერთ, განსხვავებულ ინტერპრეტაციას შემოგვთავაზებს. ინტერპრეტაციის მიღმა კი, ვილაპარაკებთ: საზოგადოებაზე, ადამიანებზე, უფრო მეტს ქალებზე და კიდევ უფრო მეტს ულაპარაკო ტკივილებზე. “ყველასაგან მარტო ჩივილს თუ გაიგონებ თავის უსაშველობაზე, თავის გაჭირვებაზე… თავის გამწარებული ცხოვრების ამბავს თუ მოგიყვება, თორემ მხიარულ სიტყვას იშვიათად თუ ვისმესაგან გაიგონებ… ყველა წუხს, ყველა დაღონებულია,ბედის მომჩივანია… ასე მეჩვენება,თითქოს ქვეყანაზე მწუხარების მეტი არა იყოს-რა… ყველაფერი უხალისო, უფერული, ჩამობნელებული მეხატება!..”
სპექტაკლის ხანგრძლივობა - 60 წუთი / ერთ მოქმედებად