event-image
event-image

ბუტია

All tickets are sold out

Organizer: State Puppet Theatre
Tbilisi State Puppet Theatre
ბუტია - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც პატარა ონავარი ბაჭიას თავგადასავალს მოგვითხრობს.
ჯერ კიდევ 1981 წელს დაიდგა დიდი წარმატებით აღნიშნული წარმოდგენა. სწორედ მაყურებლის განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო აღადგინეს სპექტაკლი ხელახლა.
ცირკი საოცარი სამყაროა, რომელიც ლამაზი სანახაობით გვაოცებს. რა მოხდება, თუკი ერთხელაც ფაკირის ქუდიდან ბაჭია არ ამოხტება?
შეიძლება წარმოდგენაც კი ჩაიშალოს, თუკი ამის მიზეზი ამპარტავანი ბუტია ბაჭია გახდება.
სპექტაკლი დინამიურ ტემპში მიმდინარეობს და მოგვითხრობს, თუ რა ხათაბალაში ვარდება პატარა კურდღელი თავისი ჭირვეული ხასიათის გამო. არავინ იცის, რომ არა მისი ერთგული მეგობრები და ბავშების თანადგომა, მისი ტანჯვა რამდენ ხანს გასტანდა. წარმოდგენა არსებითად განსხვავდება ლიტერატურული პირველწყაროსაგან,  ინსცენირება მორგებულია თანამედროვეობას და პატარა მაყურებელს სახალისო სანახაობას სთავაზობს. მხატვრული გაფორმება შეესაბამება საცირკო გარემოს და სპექტაკლიც გამდიდრებულია აკრობატული ელემენტებით.