თუნჯერ ჯუჯენოღლუს პიესაში მოქმედების ადგილი თეატრია - აქ მთავარი მოქმედი პირია ბრუტუსი, ამიტომ ის მაყურებელს მიმართავს - „პიესის სახელწოდებას აფიშებზე ნახავდით. ის ბრუტუსით იწყება. „ბრუტუსი ,ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა“.. უცნაური შეკითხვები მებადება. ნუთუ შესაძლებელია, რომ ამ როლის წყალობით ხელმეორედ იშვას ბრუტუსი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მოღალატედ ითვლებოდა, რისი მიზეზიც იყო შემდეგი წინადადება “შენც, ბრუტუს?!”
ასაკობრივი ზღვარი +14