All tickets are sold out
თეატრის შესახებ:
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.
თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
თეატრი სახელოსნო 264 ადგილზეა გათვლილი და გარდა სპექტაკლებისა, საგანმანათლებლო პროექტებსა და თანამედროვე ტექნოლოგიის განვითარებაზეა ორიენტირებული. სრულიად უნიკალურ სცენასა და მაყურებელთა დარბაზთან ერთად, თეატრის ფოიეც საკმაოდ დატვირთულია და მიმზიდველი თეატრალური კაფეებითა და საგამოფენო სივრცით.
თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი ვიზა
ლევან წულაძე
„პაპულას და ელიკოს საახალწლო თავგადასავალი“
რეჟისორი და სცენოგრაფი| ლევან წულაძე
რეჟისორის ასისტენტი | თემო კუპრავა
კოსტიუმების მხატვარი | ნინო სურგულაძე
კომპოზიტორი | მიშა მდინარაძე
ქორეოგრაფი | თინათინ წულაძე
მუსიკალური გამფორმებელი | ზურაბ გაგლოშვილი
მხატვარ-გრიმიორი | გიგა ბაგრატიონ-გოგაძე
ვიდეო ინსტალაცია | დათა დვალიშვილი
ტექნიკური რეჟისორი | ნინო კალანდაძე
მონაწილეობენ:
ნიკა კუჭავა
ანა ვასაძე
მანანა კოზაკოვა
ქეთევან ცხაკაია
ბაია დვალიშვილი
თამარ ბუხნიკაშვილი
მარიამ ღვინიანიძე
ანა ინგოროყვა
ანუკა გრიგოლია
თინათინ წულაძე
ონისე ონიანი
გიორგი კიკნაძე
თეონა ლეჟავა
გიორგი გრძელიძე
სპექტაკლის შესახებ:
მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის თბილისში ვითარდება. საფრანგეთში განათლებამიღებული ოჯახი ახალი წლის შესახვედრად მამულში მიემგზავრება და ამ აურზაურში სახლში თინეიჯერი გოგო მარტო დარჩებათ. ყლორთაღელი ავაზაკები ამ შემთხვევით ისარგებლებენ და სახლის გაძარცვას განიზრახავენ, რის შემდეგაც დიდი თავგადასავლის მონაწილეები ხდებიან. სპექტაკლში შეგხვდებათ შობის ფერია და სხვადასხვა გამოგონილი პერსონაჟი, რომლებიც ჯადოსნური ღამის ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ, ზუსტად თორმეტ საათზე კი თბილისური სახლი ჟრიამულით აივსება.
ასაკობრივი ზღვარი 5+