Organizer: Theatre on Atoneli Language:ქართული
Duration:120 Minutes
Writer/Adaptation : ფილიპ რიდლი თარგმანი - გურამ ღონღაძე
Director: სოფიო ზერაგია, სანდრო სამხარძე, ნიკუშა ბაქრაძე, ლაშა მებუკე
Composer: გიორგი გიგაშვილი, ნიკალა ზუბიაშვილი
Designer: თამრი ოხიკიანი
Cast: სოფიო ზერაგია, სანდრო სამხარაძე, ნიკუშა ბაქრაძე, ლაშა მებუკე
----- ფილიპ რიდლის პიესის პერსონაჟებს, სახლიდან გასვლის ეშინიათ. ჩარაზულ კარს მიღმა საშინელებები ელოდებათ. ბინაში გამოკეტვა კი უსაფრთხოებას ნიშნავს. ტკბილეული, წამლები და გაუთავებლად მოყოლილი ამბები მათ მშველელად ევლინებათ. თუმცა, შინ სამყაროს შემოჭრას დიდხანს ვერაფერი შეაჩერებს. მალე მათი ფანჯრის მიღმაც ჩაივლიან უცნაური ადამიანები, კარში შემოაბიჯებენ და მათ ძილბურანიდან გამოფხიზლებას შეეცდებიან. „ფიწალი დისნეი” აუტანელი სიჩუმით სავსე პიესაა, რომელიც თანამედროვე ადამიანის შიშებსა და ვნებებს ფერად სანახაობად აქცევს.
თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგის პიესა დროული აღმოჩნდა მსახიობებისთვის. მათი ინიციატივით შედგა კოლაბორაცია მხატვართან და მუსიკოსთან, მასალის ერთობლივად გააზრება და სცენაზე გადატანა გახდა ჯგუფის მიზანი. ფილიპ რიდლის პიესა ქართულ თეატრში პირველად იდგმება.
18+