" სახლი ღრუბლებში" 12+
რევაზ ნაჭყებიას პიესის მიხედვით
რეჟისორი - პეტრე ჩარგეიშვილი
მხატვარი - ლუკა ბესელია
კომპოზიტორი - ბადრი ბაგრატიონ - გრუზინსკი
რეჟისორის თანაშემწე - ნატალია ღლონტი
სოლისტი - ანასტასია ჩარგეიშვილი
მოქმედი პირნი და შემსრულებელნი : შალიკო ხუჯაძე - ნოდარი ძიძიგური ; დემური - ზურაბ გორგილაძე;
ანოტაცია:
"სახლი ღრუბლებში" ავტორმა, რევაზ ნაჭყებიამ ჟანრულად ტრადიკომედია განსაზღვრა; თუმცა, უნდა ითქვას, რომ ზემოთ ხსენებული პიესა დიდი დოზით შეიცავს დრამატულ პასაჟებს. მამა-შვილის ისტორია. მამა ავადაა,შვილი ცდილობს მამის დაავადებას უწამლოს, ეს კი თამაშის გარკვეულ წესს ითხოვს მისგან. ამ დრამატურგიულ ღერძზეა აგებული პიესა, რომელმაც დამდგმელი რეჟისორი, პეტრე ჩარგეიშვილი დააინტერესა. დასამახსოვრებელ სამსახიობო დუეტს ველით სპექტაკლისგანაც, რადგან მამა- შვილის მხატვრული გააზრება ბევრ სცენურ ვარიაციას გვთავაზობს.
სალარო : თეატრის სალარო მდებარეობს ბათუმის დრამატული თეატრის ძირითად შენობაში, მის : რუსთაველის № 1
სალაროს ნომერი - 0422 27 31 80
სალარო მუშაობს ყოველ დღე გარდა ორშაბათისა - 12:00 დან 19:00 მდე
დამატებითი კითხვებისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე - 0422 27 42 83 / 577 980 858
სცენის მისამართები : "დიდი სცენა" & "ექსპერიმენტული სცენა" შ.რუსთავლელის №1 ; "მცირე სცენა" ა.მელაშვილის №32