ყველა ბილეთი გაყიდულია
დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია ხვლიკი წარმოგიდგენთ, უმბერტო ეკოს
მიხედვით "ვარდის სახელის" პრემიერას.
ხვლიკი ამჯერადაც არ ღალატობს თავის მხატვრულ კონცეფციას და სპექტაკლის
სათამაშოდ ითვისებს იმ ადგილს, სადაც ტექსტში ხდება მოქმედება.
ტექსტი ასახავს, როგორც ვარდის სახელის სიუჟეტურ ხაზს, ისე ეხმიანება დღეისთვის
ჩვენს ქვეყანაში არსებულ სოციალურ, პოლიტიკურ ვითარებას.
ტექსტი: ია კელერმანი
რეჟისორი: საბა ასლამაზიშვილი
მხატვარი: გიორგი უსტიაშვილი
კომპოზიტორი: კონსტანტინე ეჯიბაშვილი
მონაწილეობენ: ანდრია ვაჭრიძე, სლავა ნათენაძე, მიშა არჯევანიძე, არჩილ ბარათაშვილი, გიორგი ჯიქია, ლუკა ახალაძე, ირაკლი სიქტურაშვილი, ილია ზარდიაშვილი, ანიკო შურღაია
პროექტი დაფინანსებულია თბილისის მერიის მიერ.