

17 სექტემბერს აზროვნების აკადემიაში ლექციათა გაიმართება სალონური საუბრები ფსიქოლოგ ზურა მხეიძესთან თემაზე: „შინაგანი დისციპლინა და დროის ეფექტური მართვა"
შეხვედრაზე განხილული იქნება, როგორ უკავშირდება დისციპლინა არა მხოლოდ წესებსა და ვალდებულებებს, არამედ საკუთარი ცხოვრების გააზრებულ ორგანიზებას. მონაწილეები გაეცნობიან იმ მექანიზმებს, რომლებიც გვეხმარება დროის რესურსის ეფექტურად გამოყენებაში, მიზნების სწორად დაგეგმვასა და მიღწეული შედეგების შემდგომი მოტივაციის წყაროდ გარდაქმნაში.
ლექციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შინაგანი დისციპლინის განვითარებას, დროის მენეჯმენტს, პრიორიტეტების განსაზღვრასა და თანმიმდევრული ნაბიჯებით მიზნისკენ მოძრაობას ისე, რომ დისციპლინა არ იქცეს საკუთარ თავზე ზეწოლად, არამედ გახდეს პიროვნული განვითარებისა და მოტივაციის მხარდამჭერი ინსტრუმენტი.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება