

2 დეკემბერს, აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები აზროვნების აკადემიის მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ - ინტეგრას წყვილების
ფსიქოთერაპევტ თამარ ფაცაციასთან თემაზე: „ურთიერთობების ძირითადი გამოწვევები
➡ ურთიერთობები სიყვარულთან ერთად მუდმივ ძალისხმევას, ურთიერთგაგებასა და ემოციურ ჩართულობას მოითხოვს. თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ, უჭირთ ერთმანეთის მოსმენა, საჭიროებების გამოხატვა და კონფლიქტების კონსტრუქციულად გადაჭრა.
➡ ლექციის ფარგლებში განვიხილავთ იმ ფსიქოლოგიურ პროცესებსა და მექანიზმებს, რომლებიც გავლენას ახდენს ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე. ვისაუბრებთ იმაზე, თუ რატომ მეორდება წყვილებში ერთი და იგივე კონფლიქტები, რა დგას გაუგებრობების მიღმა, რატომ უჭირს ზოგიერთ ადამიანს საკუთარი ემოციებისა და საჭიროებების გამოხატვა, სხვებს კი მოსმენა და პარტნიორის პოზიციის გაგება.
➡ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ურთიერთობებში არსებულ ყოველდღიურ სირთულეებს, მათ გამომწვევ ფსიქოლოგიურ მიზეზებსა და პრაქტიკულ სტრატეგიებს, რომლებიც პარტნიორებს ურთიერთგაგების გაუმჯობესებაში, კონფლიქტების მართვასა და ჯანსაღი კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო