

მე - 8 საერთაშორისო კონფერენცია - სტანდარტები ტურიზმში
საქართველოს ტურიზმის ასოციაცია გიწვევთ მე-8 საერთაშორისო კონფერენციაზე - სტანდარტები ტურიზმში.
ხანგრძლივობა: 10:00 -18:00
ენა: ქართული/ინგლისური
კონფერენცია, გააერთიანებს პროფესიონალებს ტურიზმის სფეროდან ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
ღონისძიებას დაესწრებიან კერძო / საჯარო სექტორის წარმომადგენლები, პარტნიორი, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე მომხსენებლების რანგში მოწვეულია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას და ცოდნას ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროშ გაუზიარებენ აუდიტორიას.
ღონისძიება მოიცავს სამ სესიას:
• პირველი სესია: „მდგრადი დანიშნულების ადგილი“ – მუნიციპალური და დანიშნულების ადგილების პოზიციონირება.
• მეორე სესია: „სასტუმრო და განთავსება“ – სასტუმროების კლასიფიკაციისა და შეფასების ახალი სისტემა. მოწვეული სტუმარი: World Sustainable Hospitality AllianceUK
• მესამე სესია: ვორკშოპი – The Business of Adventure Tourism - ვორქშოპს წარუძღვება The Adventure Travel Trade Association (ATTA) USA წარმომადგენელი.
ღონისძიების მხარდამჭერია:
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია GNTA, თბილისის მერია, World Sustainable Hospitality AllianceUK, სასტუმრო პარაგრაფი, Landmarker Group, VINOTEL, INFINITE SOLUTION და სხვა.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია მხოლოდ რეგისტრირებულ მონაწილეს.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ: https://docs.google.com/.../1mfV2mnS0t.../viewform...
გელოდებით ტურიზმის და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით წლის მნიშვნელოვან კონფერენციაზე!
ასაკობრივი ზღვარი: 20+
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება