

10 დეკემბერს, აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ისტორიკოს ნიკა ხოფერიასთან თემაზე: „საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ეპოქა"
საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ეპოქა, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, რომელმაც, ბევრ სისხლისღვრასა და ქაოსთან ერთად, სიახლეები, პროგრესი, დიდი ცვლილებები მოიტანა. ნაპოლეონის ფიგურა, მისი დროიდან დღემდე, ყველაზე საინტერესოდ მიიჩნევა, რაზეც მეტყველებს მასზე დაწერილი წიგნების რაოდენობა, რომელიც გაცილებით აჭარბებს ნებისმიერ სხვა ისტორიულ პირზე დაწერილ ლიტერატურას. როგორ შექმნა ნაპოლეონმა ეპოქა და ეპოქამ მისი მსგავსი წინააღმდეგობრივი და მრავალმხრივი ადამიანი? რა სურდა ნაპოლეონს საფრანგეთისთვის? როგორ გარდაქმნა ევროპა? რა მემკვიდრეობა დატოვა, როგორ შეიქმნა „ნაპოლეონის ლეგენდა" და რატომ არის ორასი წლის შემდეგაც ასეთი აქტუალური? ამაზე ჩვენს ლექციაზე ვისაუბრებთ.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება