

9 დეკემბერს, აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე: „წყვილებს შორის ურთიერთობები"
ქრისტიანული სწავლების თანახმად, ცოლქმრობა მხოლოდ ოჯახის შექმნასა და შთამომავლობის გაგრძელებას არ ემსახურება. ქალისა და მამაკაცის ერთობას გაცილებით ღრმა სულიერი და საღვთისმეტყველო მნიშვნელობა აქვს, რომელიც ადამიანის დანიშნულებას, სიყვარულის არსსა და ღმერთთან ურთიერთობას უკავშირდება.
შეხვედრაზე ვისაუბრებთ, როგორ განიმარტება ცოლქმრობა ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში, რა არის ოჯახის სულიერი დანიშნულება და რატომ ენიჭება წყვილის ერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა. დავფიქრდებით იმაზეც, თუ როგორ უკავშირდება ცოლქმრული ურთიერთობა სიყვარულს, პასუხისმგებლობას, ურთიერთგაგებასა და ადამიანის სულიერ განვითარებას.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
ასაკობრივი შეზღუდვა: 16 +
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება