

კურსი მიზნად ისახავს ბუღალტრებს გააცნოს ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციის პრაქტიკული ხელსაწყოები, რომლებიც ეხმარება ყოველდღიური, განმეორებადი სამუშაოს გამარტივებაში: მონაცემების დამუშავებიდან და ანალიზიდან დაწყებული, ბიუჯეტირებით, პროგნოზირებითა და საგადასახადო პროცესებით დამთავრებული.
ღონისძიების ძირითადი თემები:
ტრენერი:
თეონა ქარაბაკი - ციფრული ტრანსფორმაციისა და ავტომატიზაციის კონსულტანტი.
აქვს 15+ წლიანი გამოცდილება საბანკო, იურიდიული და შესაბამისობის მიმართულებით. მუშაობს CRM, Zoho One-სა და n8n-ზე დაფუძნებული ავტომატიზაციის პროექტებზე და კომპანიებს ეხმარება AI-ისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პრაქტიკულ დანერგვაში.
კურსზე თეონა გაგიზიარებთ რეალურ გამოცდილებას, თუ როგორ შეუძლიათ ბუღალტრებს AI-ის გამოყენებით ყოველდღიური სამუშაოს გამარტივება, დროის დაზოგვა და უფრო მაღალი ღირებულების შექმნა საკუთარი კლიენტებისა და ორგანიზაციისთვის.
განრიგი:
20 ოქტომბერი 17:00 - 18:30
21 ოქტომბერი 17:00 - 18:30
22 ოქტომბერი 17:00 - 18:30
თუ გსურთ, ღირებულება დაფაროს ორგანიზაციამ, და გესაჭიროებათ ინვოისი, მოგვწერეთ მეილზე http://[email protected]
ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება