

27 ოქტომბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე: „რწმენა, როგორც ძალა მოქმედებისთვის"
ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარი არის იმ რეალობის გააზრება და წარმოდგენა, რომელიც უშუალო სენსორული აღქმის მიღმა არსებობს. რწმენა ამ თვალსაზრისით მხოლოდ რელიგიური გამოცდილების ნაწილი არ არის იგი ადამიანის შემეცნებითი და ფსიქიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ლექციაში განხილული იქნება რწმენის ფენომენი ადამიანის ცნობიერებისა და არსებობის კონტექსტში. ყურადღება დაეთმობა ადამიანის უნარს, იფიქროს მომავალზე, შექმნას მოლოდინი, განჭვრიტოს ჯერ არარსებული და საკუთარ არსებობას მის მიმართ დაუკავშიროს. ამ პერსპექტივიდან რწმენა განიხილება როგორც ის შინაგანი შესაძლებლობა, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას, გასცდეს უშუალოდ მოცემული რეალობის ფარგლებს.
ლექცია ასევე განასხვავებს რწმენის ზოგად ადამიანურ და ქრისტიანულ გაგებას. განხილული იქნება ქრისტიანული რწმენის სპეციფიკა უხილავის დანახვისა და იმ რეალობის მიღების შესაძლებლობა, რომლის აღქმაც ადამიანის ბუნებრივი სენსორული საშუალებებით შეუძლებელია.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო