

23 ოქტომბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები სისტემური განლაგების თერაპევტ მოქშა ფეიქართან თემაზე: „სისტემური განლაგება და თვითზრუნვა"(სხეული, ემოციები და შინაგანი წონასწორობა)
რატომ ხდება, რომ ზოგჯერ კარგად ვიცით, რა გვჭირდება, მაგრამ საკუთარ თავს ამის უფლებას მაინც ვერ ვაძლევთ? რატომ გვიჭირს „არა“-ს თქმა, დახმარების მიღება ან საკუთარი საჭიროებების დაპრიორიტეტება? რატომ ვზრუნავთ სხვებზე გაცილებით უფრო ადვილად, ვიდრე საკუთარ თავზე?
თითოეული ჩვენგანი ოჯახის, ურთიერთობებისა და სხვა სისტემების ნაწილია და ამ სისტემებში ჩამოყალიბებული კავშირები, როლები და ფარულად არსსებული უხილავი ლოიალობები გავლენას ახდენს იმაზე თუ რამდენად თავისუფლად შეგვიძლია ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. ხშირად ადამიანი საკუთარ თავზე იღებს იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე მას ეკუთვნის და საკუთარი საჭიროებების დაცვას ეგოიზმად ან სხვების მიტოვებად აღიქვავს.
საკუთარ თავთან მეგობრული დამოკიდებულების მნიშვნელობის გაცნობირება გვეხმარება იმ არასწორი როლებიდან, არასწორი დროებიდან და არასწორი სივრცეებიდან გამოსვლაში, რაშიც ჩვენი სისტემის წარმომადგენლებთან ემოციურად ჩახლართულები ვართ ამ უპირობო ლოიალურობის და „სინდისის ქეჯნის“ გამო.
ეს ლექცია იქნება მოწვევა თვითზრუნვის უფრო ღრმა გაგებისკენ. ფორმატი იქნება ინტერაქციული ხასიათის. ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ უკავშირდება თვითზრუნვა ოჯახურ გამოცდილებას, კუთვნილებას, სისტემურ ლოიალობებს, პასუხისმგებლობას, პირად საზღვრებს და ჯანსაღ თვითგამოხატვას.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება