

23 სექტემბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები რომელსაც დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე: „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში"
ლექცია „მეტამორფოზა ქრისტიანულ ცხოვრებაში“ ეძღვნება პიროვნული გარდაქმნის მნიშვნელობას ქრისტიანული ხედვის კონტექსტში და იმ პროცესს, რომლის გარეშეც არც პიროვნული და არც სულიერი განვითარება სრულფასოვნად არ არსებობს. შეხვედრაზე საუბარი შეეხება იმას, რას ნიშნავს საკუთარი ბუნების მიღმა განვითარება, როგორ უკავშირდება მეტამორფოზა პიროვნებად ჩამოყალიბებას და რატომ შეიძლება ადამიანი შინაგანი გარდაქმნის გარეშე ინდივიდუალიზმისა და ეგოცენტრულობის საზღვრებში დარჩეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მეტამორფოზის ქრისტიანულ გაგებას, ფერისცვალების მნიშვნელობასა და ადამიანის სულიერი გარდაქმნის მიზანს - ღმერთის შეცნობას, მის ენერგიებთან ურთიერთობასა და მასთან სიახლოვისკენ სწრაფვას.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
ასაკობრივი შეზღუდვა 16 +
ხანგრძლივობა: 2-3 სთ
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება