

28 ნოემბერს ინტეგრაში კინოთერაპიის მორიგი შეხვედრა გაიმართება რამდენად განსაზღვრავს ჩვენი არჩევანი იმას, თუ ვინ ვართ? შესაძლებელია გვიყვარდეს ცხოვრება, რომელიც ავირჩიეთ, და ამავე დროს გვქონდეს განცდა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოვტოვეთ? „მედისონის ოლქის ხიდები“ სიყვარულზე, თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობასა და ცხოვრებისეულ არჩევანზე გვაფიქრებს.
ფილმის ჩვენების შემდეგ, ფსიქოთერაპევტ თამარ ფაცაციას ფასილიტაციით, ერთად განვიხილავთ პერსონაჟების განცდებს, შინაგან წინააღმდეგობებსა და იმ კითხვებს, რომლებსაც ფილმი ჩვენში გააღვიძებს.
ჩვენება იქნება ინგლისურ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით
ჯგუფის ფასილიტატორი: ლიცენზირებული გეშტალტ ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის აქტიური წევრი, თამარ ფაცაცია