

INTERNATIONAL TRAINER ACADEMY 2026 | OPEN SESSION
გაქვს ცოდნა და გამოცდილება, რომელიც გინდა, რომ სხვასაც გაუზიარო? გსურს, შექმნა საკუთარი ტრენინგ მოდულები, განივითარო აუდიტორიასთან მუშაობის უნარები და აღმოაჩინო ახალი პროფესიული შესაძლებლობები?
შემოგვიერთდი ღია საინფორმაციო სესიაზე. შენი ცოდნა შეიძლება სხვების განვითარების საფუძველი გახდეს.
ღია სესიის ენა: ქართული
პროგრამას წარადგენს: ნინი ბეჟაშვილი, მეწარმეობისა და ბიზნესის ცენტრის თანადამფუძნებელი და დირექტორი, ტრენერი, ქოუჩი და ბიზნესკონსულტანტი.
ღია სესია განკუთვნილია მათთვის, ვინც:
• ფლობს პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას და სურს მისი სხვებისთვის გაზიარება;
• აქვს ბიზნესში მუშაობის გამოცდილება ან ამჟამად საქმიანობს ბიზნესის, მენეჯმენტის, მარკეტინგის, განათლების, ადამიანური რესურსების მართვის ან სხვა მომიჯნავე სფეროში.
• სურს გახდეს ბიზნესტრენერი ან განავითაროს უკვე არსებული ტრენერული უნარები;
• ეძებს ახალ პროფესიულ შესაძლებლობებს და სურს საკუთარი გამოცდილება სხვების განვითარებას მოახმაროს;
• სურს ისწავლოს ტრენინგების პროფესიულად დაგეგმვა, ჩატარება და აუდიტორიის მართვა.
რას გაიგებ ღია სესიაზე?
• პროგრამის სტრუქტურა, სასწავლო თემები და ღირებულება;
• საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობა და ინდივიდუალური ქოუჩინგი - რა დამატებით შესაძლებლობებს ქმნის აღნიშნული კომპონენტები შენი პროფესიული განვითარებისთვის;
• ტრენერად განვითარების გზა - რა უნარებია საჭირო ეფექტიანი ტრენინგის ჩატარებისთვის და როგორ შეგიძლია შენი არსებული გამოცდილების გაზიარება;
• პრაქტიკული გამოყენება - როგორ შეიძლება მიღებული ცოდნა და უნარები შენს საქმიანობაში, გუნდთან მუშაობასას თუ პროფესიულ განვითარებაში გამოგადგეს;
• კარიერული შესაძლებლობები - როგორ შეიძლება ტრენერული უნარების განვითარებამ გააფართოვოს შენი პროფესიული საქმიანობის მიმართულებები;
• მონაწილეობის პირობები და მოლოდინები - ვისთვის არის პროგრამა, ვის გამოადგება ყველაზე მეტად და რას უნდა ელოდო სასწავლო პროცესისგან;
• დაფინანსება - გაეცნო ინფორმაციას პროგრამაში მონაწილეობის დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ;
• პასუხები შენს კითხვებზე - შესაძლებლობა, მიიღო ინფორმაცია და გაარკვიო, რამდენად შეესაბამება პროგრამა შენს მიზნებს.
International Trainer Academy - ტრენერთა განვითარების კომპლექსური პროგრამა, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებას, პრაქტიკულ სწავლებასა და ინდივიდუალურ ქოუჩინგს.
• საერთაშორისო გამოცდილება - ისწავლე თანამედროვე მიდგომები საერთაშორისო ექსპერტთან ერთად.
• იპოვე შენი მიმართულება - აღმოაჩინე, რა თემებზე შეგიძლია შექმნა და ჩაატარო ტრენინგები.
• გაიძლიერე თავდაჯერებულობა - ისწავლე აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაცია და ჯგუფური დინამიკის მართვა.
• შექმენი შენი ინდივიდუალური სტილი - ინდივიდუალური ქოუჩინგ-სესიის დახმარებით აღმოაჩინე საკუთარი ძლიერი მხარეები და განივითარე ტრენერისთვის საჭირო უნარები.
• გახსენი ახალი პროფესიული კარი - პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გექნება შესაძლებლობა, მოხვდე მეწარმეობისა და ბიზნესის ცენტრის ტრენერთა ბაზაში და განიხილო მომავალში ბიზნესისა და მეწარმეებისთვის ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობა.
შეხვედრის დეტალები
თარიღი: 27 ოქტომბერი, 2026
დრო: 13:00 საათი
ბილეთის ღირებულება: 20 ლარი
მონაწილეობის საფასური სიმბოლურია და მიზნად ისახავს რეალურად დაინტერესებული ადამიანების დასწრებას.
🎟️ შეიძინე ბილეთი, შემოგვიერთდი ღია საინფორმაციო სესიაზე. შენი ცოდნა შეიძლება სხვების განვითარების საფუძველი გახდეს.
აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება