განათლება ინდივიდუაცია დაა თვითაქტუალიზაცია
განათლება ინდივიდუაცია დაა თვითაქტუალიზაცია

ინდივიდუაცია დაა თვითაქტუალიზაცია

აირჩიე ბილეთი
სტანდარტი
50 ₾
ორგანიზატორი: აზროვნების აკადემია
კვი, 25 ოქტ, 20:00
აზროვნების აკადემია (თინა იოსებიძის ქუჩა N57)

💡 25 ოქტომბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქიატრ, ფსიქოანალიტიკოს რეზო კორინთელთან თემაზე: „ინდივიდუაცია დაა თვითაქტუალიზაცია".

➡ საუბრის ძირითადი საკითხი იქნება ადამიანის პიროვნული განვითარების ფსიქოდინამიკური გაგება, ის შინაგანი პროცესი, რომლის მეშვეობითაც ინდივიდი აცნობიერებს საკუთარ ფსიქიკურ რეალობას, არაცნობიერ მოტივებსა და შინაგან კონფლიქტებს და ქმნის პიროვნულ მთლიანობას.

ფსიქოანალიტიკური პერსპექტივიდან განვიხილავთ ინდივიდუაციის პროცესს, როგორც საკუთარი არაცნობიერი შინაარსების გაცნობიერებისა და პიროვნულ სტრუქტურაში მათი ინტეგრაციის გზას. ყურადღება დაეთმობა იდენტობის ფორმირებას, შინაგან წინააღმდეგობებს, პროექციებსა და იმ ფსიქიკურ მექანიზმებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ურთიერთობაზე საკუთარ თავთან და სამყაროსთან.

საუბარი ასევე შეეხება თვითაქტუალიზაციის ცნებას, რამდენად შეიძლება მისი განხილვა მხოლოდ პოტენციალის რეალიზებად და რამდენად არის იგი დაკავშირებული ადამიანის შინაგან თავისუფლებასთან, სურვილებთან, თვითაღქმასთან და საკუთარი ფსიქიკური გამოცდილების გაცნობიერებასთან.

 

შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო

 

ხანგრძლივობა: 2-3 საათი

ასაკობრივი შეზღუდვა 16 +

 

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები არ ბრუნდება