

17 ოქტომბერს აზროვნების აკადემიაში გაიმართება სალონური საუბრები ფსიქიატრ რეზო კორინთელთან თემაზე: ფროიდის თეორია სიზმრის შესახებ
სალონური საუბარი დაეთმობა ზიგმუნდ ფროიდის სიზმრის თეორიას და ფსიქოანალიზში სიზმრის მნიშვნელობას. განხილული იქნება სიზმარი, როგორც არაცნობიერი ფსიქიკური პროცესების გამოვლინება და გზა, რომლის მეშვეობითაც დაფარული სურვილები და შინაგანი კონფლიქტები შეიძლება გამოიხატოს.
საუბარი შეეხება ფროიდის მიერ შემოთავაზებულ სიზმრის ინტერპრეტაციის პრინციპებს, ცხად და ფარულ შინაარსს და სიზმრის როლს ადამიანის ფსიქიკური სამყაროს გააზრებაში.
შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
ასაკობრივი შეზღუდვა: 16+