Ajax Loader
Geo

ეროვნული გალერეა

ყურადღება: 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით, პროექტ #CheckInGeorgia-ს ფარგლებში,თბილისი ორ უნიკალურ გამოფენას მასპინძლობს - „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე“.

თქვენ შესაძლებლობა გექნებათ, ნახოთ აღორძინების ეპოქის გენიოსის, სანდრო ბოტიჩელის იდეალური სილამაზის სიმბოლო - ტურინის გალერეა საბაუდაში დაცული „Venus Pudica“ (ორიგინალი ნამუშევარი!).

გამოფენაზე “Opera omnia” თქვენ გელით შუქ-ჩრდილების ოსტატის, კარავაჯოს ყველა ძირითადი ნამუშევრის რეპროდუქციები რეალურ ზომაში და მაღალი რეზოლუციით.

გამოფენები გაიმართება საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/2xsMRV4


დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ერთ-ერთი მთავარი საგამოფენო სივრცეა თანამედროვე ხელოვნების წარმოსადგენად. გალერეის სივრცე განკუთვნილია როგორც მუდმივმოქმედი, ისე დროებითი გამოფენებისათვის. პირველი სართული ეთმობა ქართულ და საერთაშორისო საგამოფენო-საგანმანათლებლო პროექტებს. მეორე სართულზე წარმოდგენილია ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილისა და იაკობ ნიკოლაძის ნამუშევრების მუდმივმოქმედი ექსპოზიცია.

რისი გაკეთება გსურთ?