

Early Bird - 80 ლარი
I კალათა - 100 ლარი
II კალათა - 120 ლარი
YogaFest - იოგას მრავალფეროვანი აქტივობების და ფხიზელი გართობის ფესტივალი.
გაერთე, იცეკვე, ივარჯიშე და დაისვენე ისე რომ სხეული არ გამოფიტო - YogaFest არის გარემო, სადაც ნამდვილი ენერგია და ემოციები სტიმულატორების გარეშე იბადება.
ჩვენ ირგვლივ არსებული გარემო ხშირად გვაიძულებს ვირწმუნოთ, რომ განტვირთვისა და ცეკვისთვის სტიმულატორებია საჭირო. YogaFest ამ სტერეოტიპს ამსხვრევს - ფხიზლად გართობა არამხოლოდ შესაძლებელია, არამედ სრულყოფილია, სავსეა ბუნებრივი ეიფორიით და არ მოითხოვს შენგან აღდგენის რესურსებს.
5-6 სექტემბერს Zion Garden-ის ტერიტორიაზე YogaRooms გიწვევთ ორდღიან თავგადასავალში, სადაც იოგას ღრმა პრაქტიკა და ფხიზელი გართობის (sober rave) ეიფორია ერთიანდება. ეს არის სივრცე მათთვის, ვისაც სურს იცეკვოს, განიტვირთოს და იგრძნოს ფესტივალის ნამდვილი ენერგია სტიმულატორების გარეშე.
YogaFest-ი ბრუნდება, გაშალე მატიი!!!